LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სტარბაქსი შემოდის: თბილისში ქარხანა აშენდება

588

მსოფლიოს ყავის ბაზრის ლიდერი ამერიკული კომპანია „სტარბაქსი“ საქართველოში შემოდის. თანაც საუბარია არა ყავის იმპორტზე, არამედ ქარხნის აშენებაზე. ეს „სტარბაქსისთვის“ რეგიონალური პროექტია, რომლის ცენტრი საქართველო გახდება. პროექტის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა და გადაწყვეტილია, რომ ქარხანა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უკან მდებარე ტერიტორიაზე გაკეთდება.
საინტერესოა, რომ საინვესტიციო ვალდებულებაში ქარხნის ტერიტორიაზე მუზეუმის გაკეთებაც იგეგმება. მსგავსი რამ მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.
ინვესტორის მხრიდან ქარხნის პროექტი ჯერ წარმოდგენილი არ არის და მშნებლობის ვადებზე საუბარიც ნაადრევია.
Starbucks Corporation-ის სათაო ოფისი აშშ-ში, სიეტლში მდებარეობს.
1971 წელს ინგლისურის მასწავლებელმა ჯერი ბოლდუინმა, ისტორიის მასწავლებელმა ზევ ზიგალმა და მწერალმა გორდონ ბოუკერმა გადაწყვიტეს მარცვლის ყავის გაყიდვისთვის მიეყოთ ხელი და სიეტლში მაღაზია გახსნეს.
დღეისათვის „სტარბაქსი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავახანების ქსელია. ის სხვადასხვა სახეობის ყავას აწარმოებს. ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში „სტარბაქსი“ 24 ათას სავაჭრო წერტილს აერთიანებს.

საინტერესო ფაქტი: შესასვლელი კარი „სტარბაქსის“ ყველა დაწესებულებაში ან აღმოსავლეთს უყურებს ან სამხრეთს, მაგრამ არასოდეს ჩრდილოეთის მხარეს. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ყველა მომხმარებელი დღის შუქით დატკბეს, ოღონდ ამავე დროს მზე პირდაპირ სახეში არ ანათებდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g