LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ კანონიერი ქურდი “რეზიკო ჯვარსკი” დააკავა (ვიდეო)

772
Capture

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “კანონიერი ქურდობის” ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად “რეზიკო ჯვარსკი” წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა. ის წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ.

გამოძიება “კანონიერი ქურდობის” ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g