LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ოქრო და 3 ბრინჯაო ევროპიდან

103

უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში მიმდინარე 23-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები შოთა ფარტენაძემ (61 კგ), ივერიკო ჯულაყიძემ (65 კგ) და მირზა სხულუხიამ (70) დაისაკუთრეს.

აღსანიშნავია, რომ გენო პეტრიაშვილმა შარშან მოპოვებული ტიტული დაიცვა და ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ზურაბ ჭიღლაძე თავკაცობს. ხვალ და ზეგ ევროპირველობაში ქალები ჩაებმებიან. 1 და 2 აპრილს კი მედლები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გათამაშდება. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ ტატიშვილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g