საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 667 -მდე გაიზარდა. 15 ახალი შემთხვევა ბოლნისის ორ სოფელში გამოვლინდა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ბოლნისის რაიონში ჯაჭვი გაწყვეტილი არ არის ეს საჭიროებს ძალიან ღრმა კვლევას.
სოფელ მუშევანში და გეტაში სულ 131 ნიმუში გუშინ, 13 მაისს აიღეს, მათგან 8 გეტაში, 7 კი მუშევანში დადასტურდა.
ახალ დაინფიცირებულ პირებს თბილისში გადაიყვანენ. კიდევ 45 პირის ანალიზზე კვლევა გრძელდება.