LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე იაფი ქვეყნები საცხოვრებლად

269

თუკი ოდესმე გიოცნებიათ სამსახურიდან წამოსვლასა და ისეთ ადგილას გამგზავრებაზე, სადაც ცხოვრება იმდენად იაფია, რომ შეიძლება მუშაობაც კი არ დაგჭირდეთ, გამოცემა ფორბსი მომთაბარეებს ურჩევს ადგილებს, სადაც საცხოვრებლად დაბალი ბიუჯეტია საჭირო.

სტატიაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო რუკაზე პორტუგალიის ქალაქი კარვოეირუ საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად, ამის მთავარი მიზეზი კი ქრონიკულად უნაკლო, მზიანი ამინდები, სანაპირო და ხელსაყრელი ფასებია. ჩამონათვალში უნდა ვახსენოთ კოლუმბიის ქალაქი მედელინიც. ესკობარი მკვდარია და ქალაქში, რომელსაც მისი ბანდის წევრები ოდესღაც ატერორებდნენ, ახლა სრული სიმშვიდე სუფევს. გარდა ამისა, ამერიკულ დოლართან მიმართებით კოლუმბიური პესოს ამჟამინდელი კურსი საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს და უცხოელებს, საშუალებას აძლევს, დატკბნენ კოსმოპოლიტური ფუფუნებით ძალიან იაფად. რეიტინგის შედგენისას, დათვლილია ბიუჯეტი, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებლად აუცილებელ ყოველთვიურ საბაზისო თანხას ერთი ადამიანისთვის, რომელიც ორსაძინებლიან ბინას ქირაობს მისაღებ უბანში.

რა თქმა უნდა მომხმარებლებს შეუძლიათ კიდევ უფრო შეამცირონ თანხის ოდენობა, თუკი მცირე ზომის ბინას იქირავებენ. პროდუქტის, ტრანსპირტისა და გართობის ხარჯებიც ერთ ადამიანზეა დაანგარიშებული. ინტერნეტი და საკაბელო ტელევიზია ხშირ შემთხვევაში სატელეფონო ხარჯებში გადის, ხოლო გათბობის ან ელექტროობის გადასახადი ბინის ქირის საფასურში შედის.

მაგალითად ჩავშალოთ ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ – ბარსელონაში ცხოვრების ჯამური თვიური ბიუჯეტი, რომელიც ერთ ადამიანზე ათას 393 ევროს შეადგენს, აქედან 900 ევრო ბინის ქირაზე მოდის. გართობა 153 ევრო ჯდება, სურსათი კი 200. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს 80ი ევრო ბუნებრივ აირზე იხარჯება, წყლის გადასახადი კი საშუალოდ 20 ევროა. გარდა ამისა, ბარსელონა ბიზნესინსაიდერის მიერ საცხოვრებლად ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ ადგილადაც დასახელდა.

აქვე დავამატებ, რომ სიაში 230 ქალაქი მოხვდა, სადაც მოწინავე პოზიციებზე ვერ მოხვდა ლონდონი და ნიუ-იორკი. რაც შეეხება ბიზნესინსაიდერის წყაროზე დაყრდნობით საცხოვრებლად საუკეთესო ნომერ პირველ ქვეყანას, ვენა დასახელდა, მას კი მოჰყვება ციურიხი, ოკლენდი, მიუნხენი, ვანკუვერი, დუსელდორფი, ფრანკფურტი, ჟენევა, კოპენჰაგენი და ათეულს შვეიცარიის ქალაქი ბაზელი ასრულებს.

მარიამ ადამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g