დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ბავშვობას იხსენებს. ამის შესახებ მან Post Tv-ის ეთერში ისაუბრა.
“ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე, რაჭიდან ვარ წარმოშობით. ზაფხულში ბებია-ბაბუასთან ყოფნა ყველაზე კარგი იყო. რა თქმა უნდა, ოჯახი, მშობლები.
ბაბუასთან ერთად ძროხებს ვმწყემსავდი, ბებიასთან ერთად ძროხა მომიწველია, კარაქი მომიდღვებია და ყველი ამომიყვანია.
ყველაზე ხშირად ფეხბურთს ვთამაშობდი, მერე კალათბურთს, ვცურავდი“,-იხსენებს ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, ყველაზე მეტად სოხუმი და ასევე მშობლიური რაჭა ენატრება, სადაც პანდემიის დასრულების შემდეგ აუცილებლად ჩავა.
“სოხუმში ხშირად ვეღარ ჩავდივარ და იქაურობა მენატრება. გუშინ შვილიშვილები მეკითხებოდნენ, პანდემია რომ დამთავრდება, რაჭაში თუ წაგვიყვანო… უნდა წავიყვანო, რადგან ასევე მენატრება იქაურობა. მენატრება მშობლები, ის ადამიანები ვინც დღეს ჩემთან არ არის. რაც უფრო ასაკში შედიხარ მონატრება უფრო მეტია”,-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.