სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების სავარაუდო ეჭვმიტანილი ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, ამის შესახებ „ინტერფაქსი“ წერს.
გამოძიების ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამნაშავემ მეტროს ვაგონში ზურგჩანთით დატოვა. ბომბი სადგურებს შორის „ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“ და „სენნაიას მოედანს“ შორის აფეთქდა.
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი ვერონიკა სკვორცოვა ამბობს, რომ აფეთქების შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა.
მისი თქმით, 7 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი – საავადმყოფოში გადაყვანის დროს გზაში, ორი კი – საავადმყოფოში.
მინისტრის ინფორმაციით, დაშავებულთა საერთო რაოდენობა 47 ადამიანია, 39 ჰოსპიტალიზებულია.
„ექვსი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, სხვების – საშუალო სიმძიმის,“ – აღნიშნა სკვორცოვამ.