იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ, უცნობია ინციდენტის მიზეზიც.
