გენდერული თანასწორობა მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ქალბატონები თავისი უფლებებისთვის აქტიურად იბრძვიან. თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც თანასწორობა მაქსიმალურადაა დაცული და მანდილოსნები თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. ამერიკელმა ექსპერტებმა ჩაატარეს საკმაოდ მასშტაბური კვლევა და იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს, რომლებიც სუსტი სქესის წარმომადგენლებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს.
პირველ ადგილს კი შვედეთი იკავებს. ქვეყანა ქალთა უფლებების კუთხით ნამდვილი ჩემპიონია. გენდერული თანასწორობა ყველა სფეროში მაქსიმალურადაა დაცული და გარდა ამისა, ქალებს სხვა დამატებითი უფლებებიც აქვთ.
ქალბატონებზე არანაკლებ ზრუნავს ასევე დანიაც. განათლება, ეკონომიკა, ჯანმრთელობა თუ პოლიტიკა – ცხოვრების ყველა სფერო ორივე სქესის წარმომადგენლებზე ერთნაირადაა მორგებული.
დაბოლოს, ლიდერთა სამეულს ნორვეგია ასრულებს. ნორვეგიელ დედებს 35 კვირიანი დეკრეტული შვებულების აღება შეუძლიათ და თუკი დასჭირდებათ დამატებით რამდენიმე კვირას კიდევ დაისვენებენ.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე თანასწორუფლებიან ქვეყანათა სიაში ასევე – ჰოლანდია, კანადა, ფინეთი, შვეიცარია, ავსტრალია, ავსტრია და ახალი ზელანდიაც მოხვდნენ.