LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ახალი ჰიდროელექტროსადგური “დარიალ ჰესი” გაიხსნება

438

123 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის პირველი წარმატებული პროექტი საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში, დღეს, 11:30 საათზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური – „დარიალი ჰესი“ გაიხსნება.

ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა მიიღებენ მონაწილეობას.

„დარიალი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატს შეადგენს, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ/სთ-ია. პროექტის ფარგლებში გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ელექტრო-მექანიკური და მანქანა-დანადგარები. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი ყოველწლიურად 200 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 123 მლნ აშშ დოლარია. „დარიალი ჰესი“ საქართველოში და EBRD-ის მიერ მსოფლიოს მასშტაბით დაფინანსებულ პროექტებს შორის პირველი კარბონ-ნეიტრალური ჰესია. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე 420 ადამიანი იყო დასაქმებული, ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი 70 ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია.

magti 5g