LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში: ყავის საწარმო ველოსიპედზე

437

მოსიარულე ბიზნესი, რომელიც 19 წლის სტუდენტმა დაიწყო – პირველად საქართველოში ყავის მოძრავი საწარმო გამოჩნდა. ”ბაისიქალ ქოფი” ასე ჰქვია საწარმოს, რომელიც მომხმარებელს მობილურ, სწრაფ და ხარისხიან, ქვიშაზე მოდუღებულ ყავას, მიწოდების სერვისით, სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” ბიზნესიდეის ავტორმა, ცოტნე ყალიჩავამ განუცხადა, ყავის კაბინა დამონტაჯებულია ველოსიპედზე და ყავის ხარშვა ხდება ქვიშაზე. სწორედ ამის გამო, „ბაისიქლ ქოფი“ უზრუნველყოფს ქვიშაზე მოდუღებული ყავის ოპერატიულად მიწოდებას დამკვეთამდე. მისივე ინფორმაციით, პირველად მოძრავი საწარმო თბილისის ქუჩებში 19 მარტს გამოჩნდა და მომხმარებლის ყურადღება მაშინვე მიიპყრო.

”მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ხალხს აინტერესებს, რა არის ქვიშაზე მოდუღებული ყავა ველოსიპედზე. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჩემს ბიზნესს ტურისტები და ყავის მომზადების პროცესსაც გაკვირვებულები უყურებენ”, – აღნიშნა ყალიჩავამ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით Bicycle Coffee-ის თბილისის ისეთ უბნებში შეხვდებით, სადაც ტურისტული ნაკადი დიდია: რიყეზე, აბანოთუბანში, ასევე ლესელიძის ქუჩაზე. სამომავლოდ კი ცოტნე ყალიჩავა ამ ბიზნესის გაფართოებას გეგმავს.

”ზაფხულისთვის მინდა ჩემი ბიზნესში თბილისის ბევრ უბანში იყოს წარმოდგენილი. ამ მიზნით, ახალი ველოსიპედების დამატებას ვგეგმავ. ასევე მსურს, მომხმარებელს ცივი ყავა, გამაგრილებელი სასმელები და ნაყინი შევთავაზო. ჩემი მიზანია ის, რომ მომხმარებელმა მიირთვას ისეთი პროდუქტი, რისი დამზადების პროცესსაც თავად ხედავს”, – განუმარტა ”ფორტუნას” „ბაისიქლ ქოფის“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, ყავის მოძრავი საწარმო ქართველ მომხმარებელს ამ ეტაპზე ქვიშაზე მოდუღებულ ყავას სთავაზობს, რომლის ღირებულებაც 2 ლარია. ამასთან, „ბაისიქლ ქოფიში” შესაძლებელია ჩაის შეძენაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g