LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ შენდება ევროპული დერეფნის ქართული ნაწილი

115
99127618-3347905758575856-8557783385945145344-o

„როგორ შენდება ევროპული დერეფნის ქართული ნაწილი“ – ამ სათაურით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვიდეორგოლს ავრცელებს, სადაც სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ასახული.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის სხვადასხვა მონაკვეთზე მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა 2020 წელს ზაფხულში იგეგმება.

პროექტის პარალელურად, მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ ტრანსპორტის ძირითადი ნაწილი არ გამოიყენებს ჯაპანას სარკინიგზო გადასასვლელს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მოძრაობას და გვერდს აუვლის 6 მჭიდროდ დასახლებულ სოფელს, ესაა – ჯაპანა, ქვიანი, ჭყონაგორა, ნიგოითი, ზემო და ქვემო შუხუთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g