თვითმხილველებმა გადაიღეს, თუ როგორ იდგა ბავშვი აივნის კიდეზე და უკან, სახლში შესვლას ცდილობდა.
30 წლის ჰუ იუნჩანმა ამ დროს კორპუსის სიახლოვეს გაიარა და მისი ყურადღება ეზოში შეკრებილმა ხალხმა მიიქცია. მეზობლები აივნის ქვეშ იდგნენ და ყოველიშემთხვევისთვის ლეიბები ქონდათ გაშლილი, რათა გადმოვარდნილი გოგონა დაეჭირათ.
ჰუს ბევრი არ უფიქრია და მაშინვე ჩარევა გადაწყვიტა. მეოთხე სართულზე ავიდა, ფანჯრიდან გადაძვრა და მეხუთესკენ აცოცდა. გოგონასთან მივიდა და მას უკან აძრომაში დაეხმარა.
საბედნიეროდ, ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ბავშვიც და მისი მხსნელიც უვნებლად გადარჩნენ.
oor-ledge