მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა, ბრიტანული ჯგუფი Gorillaz არ გაჩერებულა და გაზაფხულზე გუშემატკივრები უამრავი სიახლით გაანებივრა. გასულ თვეს ჯგუფმა ახალი კომპოზიცია Aries და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა.
ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ „გრემის“ მფლობელი ჯგუფის შესახებ კომიქსს The Gorillaz Almanac გამოუშვებენ. 120-გვერდიანი ილუსტრირებული წიგნი Gorillaz-ის 20 წლიანი შემოქმედების შესახებ მოგვითხრობს. წიგნი დღის შუქს 16 ოქტობერს იხილავს.