LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო” – ამირან გამყრელიძე სოციალური დისტანციის კიდევ ერთ ფორმას განმარტავს

145
publika.ge-1-20-1024x588

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაციის შედარებით დამშვიდება არ იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, თითქოს კორონავირუსი დამარცხებულია. ამირან გამყრელიძის განმარტებით, მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა და კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით.

„მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულსა და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. გამოიძებნება ამ საკითხის გადაჭრის საშუალება. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი დაიბადოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g