The Bronco Nation–ის ოფიციალურ არხზე ახალი თაობის Ford Bronco–ს ცდების ამსახველი ვიდეო გამოჩნდა. კადრებში ასახულია თუ როგორ გადაადგილდება სამი ყველგანმავალი ტალახიან მთებზე და სხვადასხვა წინააღმდეგობებს ლახავს.
შეგახსენებთ, რომ Ford Bronco–ს კროსოვერის პრემიერა კორონავირუსის ინფექციის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.
T6–ის პლატფორმაზე აგებულ პიკაპს კაპოტის ქვეშ ტურბოძრავი 2,3 EcoBoost აქვს და 2.7 მოცულობის V6–ს – 329 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 7–საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
მოდელის შესაძლებლობების უკეთ შეფასება მწარმოებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში შეგიძლიათ.