LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი და ბათუმი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქალაქებად დასახელდა

167
Capture

საქართველოს ერთდროულად ორი ქალაქი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების 2020 წლის რეიტინგში მოხვდა.  European Best Destinations (EBD)-ის რეიტინგში თბილისი ლიდერობს, ბათუმი კი მეშვიდე ადგილს იკავებს.

EBD-ს რეიტინგში ჩამოთვლილია 20 ადგილი, სადაც “კოვიდ 19” ყველაზე ნაკლებად გავრცელდა. ყველა ამ ქვეყანაში, სასტუმროებში, რესტორნებსა თუ მაღაზიებში უსაფრთოებისა და ჰიგიენის პროტოკოლები დაინერგა. კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც არსებულ ვითარებაში ტურისტებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, საავადმყოფოებში საკმარისი ადგილების რაოდენობაა.

რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველომ ვირუსის გავრცელების შეჩერება სწრაფი რეაგირებითა და შეზღუდვების დროული დაწესებით შეძლო. ქვეყანაში “კოვიდ 19”-ის 260-ჯერ ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში. ამ ყველაფრის შედეგად კი 1 ივლისიდან ქვეყანა უკვე უცხოელი ტურისტების მიღებასა და მათი უსაფრთხო დასვენების უზრულველყოფას შეძლებს.

თბილისს უსაფრთხო ქალაქების სიაში პირველი ადგილი უკავია.

“მსოფლიო პანდემიის შემდეგ ყველაზე მეტად გვსურს ახალი გამოცდილებების მიღება და თბილისი არის ზუსტად ის, რაც გვჭირდება, ადგილი სადაც წარსულის, აწმყოსა და მომავლის კულტურა ერთმანეთს საუკეთესოდ ერწყმის. 2020 წელს, საქართველოს დედაქალაქი ისეთი სასურველი და ტრენდულია, როგორც არასდროს. ეს არის იდეალური ადგილი კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და ულამაზესი არქიტექტურის მოყვარულთათვის. მისი დათვალიერების შემდგომ ნებისმიერი ადამიანი შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცევა. თბილისი განსაკუთრებით მიმზიდველი გაზაფხულსა და ზაფხულის პერიოდშია, როდესაც ბუნება იღვიძებს, თუმცა არანაკლებ ლამაზი და გამორჩეულია ზამთარში, ათასობით ფერადი საშობაო განათებისა და დეკორაციის ფონზე”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს.

“ბათუმი საოცარი ტურისტული ადგილია, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს დაგიტოვებთ. აქ მოწყენა თითქმის შეუძლებელია.ზღვა, მთები, ლაშქრობა, შოპინგი, კულტურა, გასტრონომია, ღვინო და მრავალი უნიკალური ღირსშესანიშნაობა, ამ ყველაფერს აერთიანებს ეს ქალაქი, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის იდეალურია. ბათუმი ევროპაში უსაფრთხო მიმართულებაა, არა მარტო კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის თვალსაზრისით, არამედ დანაშაულის დაბალი დონის თვალსაზრისითაც”, – აღნიშნავენ EBD-ში.

European Best Destinations-ის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებებად თბილისისა და ბათუმის გარდა ასევე დასახელებულია: კორფუ, ზაგრები, ვარშავა, ვენა, ვილნიუსი, გდანსკი, რიგა, ზაგრები და ა.შ.

ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები (EBD) ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g