LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,იმედია, ქართველებს ვახსოვარ და ისევე ძალიან უნდა ჩვენთან შეხვედრა, როგორც ჩვენ ვნატრობთ საქართველოში დაბრუნებას” – „ოტოვანის“ სოლისტი სტუმრად „არტ-FM“-ში

25
ista-artfm

გადაცემის ლაივი LIVE

30 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ჯგუფ „ოტოვანის“ სოლისტი ესთერ დე ბიჯელი სტუმრობდა, რომელმაც პანდემიასა და თვითიზოლაციაში შეძენილ გამოცდილებაზე ისაუბრა.

– ესთერ, რამდენად პროდუქტიული აღმოჩნდა თქვენთვის სამთვიანი თვითიზოლაცია?

– სამწუხაროდ, მომავალ წლამდე ყველა კონცერტი გადაიდო, თუმცა გერმანიაში მაინც გვაქვს შოუ, ინდური YouTube-პროექტში კი, რომელიც დაზარალებულთათვის თანხის შეგროვებას ითვალისწინებს, სხვა მუსიკოსებთან და მსახიობებთან ერთად ვმონაწილეობ. მუსიკასთან ერთად ხატვით, წერით და კულინარიით ვარ გატაცებული, ამიტომ კარანტინის პირობებშიც შევძელი სასიამოვნო საქმის გამოძებნა. ძალიან გამიხარდა, რომ ახლობლებთან ურთიერთობის საშუალება მომეცა, რადგან მანამდე არასდროს მყოფნიდა მათთვის დრო. ასე რომ პანდემია ნაკლებად პრობლემატური აღმოჩნდა ჩემთვის.

– ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, „ოტოვანი“ მაინც არ კარგავს პოპულარობას. რაშია მისი წარმატების საიდუმლო?

– წარმატების მთავარი საიდუმლო – ჩვენი მუსიკაა, რომელიც ყველა თაობის მსმენელს მოსწონს.

– რომელ კონცერტს და სიმღერას გამოარჩევთ ჯგუფის შემოქმედებიდან?

–  უამრავი კონცერტი გავმართეთ ცნობილ შემსრულებლებთან ერთად, განსაკუთრებით კარგად დონეცკის კონცერტი მახსენდება, რომელიც ბიონსესთან ერთად მოვაწყვეთ, სიმღერებიდან კი, D.I.S.C.O-ს და Hands Up-ს გამოვარჩევდი, რომლებიც სწრაფად იქცა მსოფლიო ჰიტებად.

– რამდენიმე წლის წინ ბათუმს სტუმრობდით, როგორ მოგეწონათ ქართველი მსმენელი?

– იმედი მაქვს, მალე დავძლევთ პანდემიას და ისევ განვაახლებთ გასტროლებს. ვფიქრობ, ქართველი მსმენელი ყველაზე ლოიალურია, ამიტომ ძალიან გამიხარდა, როცა თქვენთან საუბრის საშუალება მომეცა. იმედია, ქართველებს ვახსოვარ და ისევე ძალიან უნდა ჩვენთან შეხვედრა, როგორც ჩვენ ვნატრობთ საქართველოში დაბრუნებას.

– საინტერესოა, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე, ცნობილი პროდიუსერი რონ დე ბიჯელი?

– მეუღლეს 24 წლის წინ შევხვდი ჩემს საყვარელ კაფეში და ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი. სწრაფად გადავწყვიტეთ დაქორწინება, სამი წლის შემდეგ კი, ქალიშვილი შეგვეძინა. სხვათაშორის, მომავალ წელს, გრანდიოზულად ვგეგმავთ ქორწინების 25 წლის იუბილეს აღნიშვნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები