LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თვითიზოლაციის პერიოდში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ მე და ნუცამ, როდესაც ერთმანეთი ავირჩიეთ” – აჩიკო სოლოღაშვილი „არტ-FM“-ში

11
ahciko-sologashvilinewsss

გადაცემის ლაივი LIVE

2 ივნისს რადიო ფორტუნას და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“  მსახიობი, რეჟისორი და ყველასათვის საყვარელი ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი სტუმრობდა.

ყველაზე მეტად რა გენატრებოდა თვითიზოლაციის პერიოდში?

მენატრებოდა ადამიანების ჩახუტება. ჩემთვის ყველაზე კარგი განტვირთვა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის თეატრი. ის, რომ ამდენი ხანია სცენაზე არ ვმდგარვარ, როგორც მსახიობი, ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი. ეს არ არის მარტო მონატრება, ეს არის ყველაზე ძალიან თუ რა მტკივა. ჩვენ არ გვაქვს პასუხი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას თეატრი მაყურებლისთვის და ვერც წარმომიდგენია რა ფორმატში უნდა გაგრძელდეს.

როდის შევხვდებით მაყურებელს?

არ მინდა თქვენი მსმენელი შეცდომაში შევიყვანო, დაზუსტებული ინფორმაცია სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. შემთხვევები ისევ ფიქსირდება, დაზღვეულები არაფრისგან არ ვართ, გარდა იმისა, რომ უნდა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ისეთ ადამიანებს, ვის გარეშეც ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია, ამიტომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები. ძალიან რთულია, როდესაც თეატრი პრემიერისთვის ემზადება და უცებ ყველაფერი ჩერდება.

როგორია ონლაინ რეპეტიციები?

რა თქმა უნდა ძალიან რთულია. როდესაც მსახიობები სცენაზე ვდგავართ და მაყურებელი დარბაზშია, ჩვენ არ გვიწევს კამერაზე მუშაობა. ახლა კი სხვა მიზანსცენა იქნება დასადგმელი, სხვა შეფასება. ბუნებრივია საინტერესოა, რადგან ახალია და ექსპერიმენტია, შეიცვლება მსახიობის თამაშის ხერხი, ასევე რეჟისორის დადგმის და სათქმელის სხვა ფორმატით ჩვენების ხერხი.

რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის კინო, თეატრი თუ ტელევიზია?

ჩემი 40 წლის სტაჟი უკავშირდება თეატრს და ბუნებრივია თეატრს ავირჩევდი, რადგან უფრო ცოცხალია.

მოგვიყევი იმ თვითიზოლაციაზე, რომელიც ყველამ გამოვიარეთ…

როდესაც გამოცხადდა პანდემია, პანიკას არ ავყოლილვარ, დავდიოდით სამსახურში და ეთერში ვჯდებოდით ყველა წესის დაცვით, შემდეგ კი ვბრუნდებოდი სახლში. ასევე ეს პერიოდი გადამატანინა ჩემმა ძაღლმა, მის მოვლაში და გასეირნებაში გავიდა დრო. თვითიზოლაციის პერიოდში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ მე და ნუცამ, როდესაც ერთმანეთი ავირჩიეთ. ჩვენ 10 წელია ერთად ვართ და ამ სამმა თვემ მოგვცა საშუალება, რომ სულ ერთად ვყოფილიყავით სახლში, ამიტომ კორონა ჩვენთვის ცუდი არ ყოფილა (იცინის).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები