ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა საქართველოშიც გააპროტესტეს. აქცია თბილისში რუსთაველის მეტროსთან იმართება.
ჯორჯ ფლოიდი 46 წლის აფროამერიკელია, რომელიც 25 მაისს მინიაპოლისის პოლიციამ დაკავებისას მოკლა.
აშშ-ში უკვე თითქმის ერთი კვირაა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აქციები არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ 40 ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს, დემონსტრანტები შეზღუდვას არ ითვალისწინებენ.
ნიუ-იორკში, ჩოკაგოში, ფილადელფიასა და ლოს-ანჯელესში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის ტყვიები გამოიყენა. რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანები და მაღაზიები გადაწვეს.
ეროვნული გვარდია ვაშინგტონსა და 15 შტატში გაააქტიურეს.