LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა

140

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა თითქმის 17%-ით გაიზარდა. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა საქართველოში რეგისტრირებული, ასევე, იმპორტირებული და რეექსპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ კვლევა ჩაატარა.

კვლევის თანახმად, საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა.

ამავე კვლევის მიხედვით, ავტოპარკის 81,6%-ს მსუბუქი მანქანები წარმოადგენს. ავტოპარკის დიდი ნაწილი 10 წელზე ძველია, თუმცა იზრდება 4 და 6 წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.

მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (45%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2016 წელს უფრო მეტი მოთხოვნა იყო „ჰეჩბეკი“ ძარის ტიპის მქონე ავტომანქანებზე. თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 3-დან 4-მდე მერყეობს.

2016 წლის განმავლობაში მანქანების იმპორტის მოცულობა 4,7%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომობილების 18% დიზელის ძრავიანია, 0,8% – აირზე მომუშავე, ხოლო ჰიბრიდების იმპორტმა 4-ჯერ მოიმატა. 2016 წელს იმპორტირებულია 34 ელექტრომობილი. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტმა კი მთელი იმპორტის 38,9% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g