მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, 3 ივნისს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ტაქსით მგზავრობის დროს, მეუღლეს – 1998 წელს დაბადებული ქ.თ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ცივი იარაღით ხელზე მსუბუქი დაზიანებები მიაყენა. მას შემდეგ, რაც აგრესიული მამაკაცი ავტომანქანიდან გადავიდა, დაზარალებული ქალი პოლიციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა.
უწყების ცნობით, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ეჭვმიტანილი 1972 წელს დაბადებული ი.დ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ქვეიტად გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო გასაშლელი დანა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.
https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/2126864094125556/