LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომფლობელებს საწვავის ჩასასხმელად რიგში დგომა საათობით უწევთ

76
venesuelaautonews

ვენესუელელები უზარმაზარ რიგებში დგანან, რათა საწვავის ავზი შეავსონ. ადგილობრივებისთვის უჩვეულო ნამდვილად არ არის საწვავის ფასების ზრდა და ამის გამო წარმოქმნილი კოლაფსი. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საწვავი მხოლოდ კონკრეტული რაოდენობით იყიდება და მძღოლს მისი მიღება სარეგისტრაციო ნომრის გამოყენებით შეუძლია.

ვენესუელას მსოფლიოში ყველაზე მეტი ნავთობის მარაგი აქვს და ბენზინი სხვადასხვა სუბსიდიების დამსახურებით საკმაოდ იაფი ღირს. მიუხედავად ამ ყველაფრისა ადგილობრივი ავტომფლობელები მუდმივად საწვავის დეფიციტს აწყდებიან.

2020 წლის 1 ივნისიდან ბენზინის ფასი გაიზარდა და სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა.

ვითარების დასარეგულირებლად ხელისუფლებამ უცნაური მეთოდი მოიფიქრა. საწვავი ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით იყიდება, მაგალითად ორშაბათობით ავზის ავსება იმ ავტომფლობელებს შეუძლიათ, ვისი ნომერიც 1–ით ან 2–ით მთავრდება, სამშაბათობით – 3 და 4, ოთხშაბათობით 5 და 6 და ა.შ.

ახალი წესების გამოცხადებისთანავე ბენზინგასამართ სადგურებზე უზარმაზარი რიგები წარმოიქმნა და მძღოლებს ცდა ზოგჯერ მთელი დღეებიც კი უწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g