LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Lamborghini Urus და Audi RS6 ერთმანეთს სიჩქარეში შეეჯიბრნენ

76
audirs6lambo

სპორტული Youtube–არხის Archie Hamilton Racing–ის ავტორებმა ორი უსწრაფესი ავტომობილის Lamborghini Urus–სა და Audi RS6–ის დატესტვა გადაწყვიტეს. ორივე მოდელი ტურბოძრავი V8 4.0 TFSI–ითაა აღჭურვილი და 650–600 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

„ტურბორვიანი“ Lamborghini Urus–ს 650 ცხენის ძალას აძლევს და პირველი „ასეულის“ განვითარება კროსოვერს 3,6 წამში შეუძლია. ამასთან, მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ–ს შეადგენს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და მაიამიში მდებარე ტუნინგ სალონი „ურუსის“ 852 ცხენის ძალამდე გაძლიერებას გეგმავს.

Audi RS 6 Avant–ის კაპოტის ქვეშ 600 ცხენის ძალაა განთავსებული. უნივერსალი 0–დან 100კმ/სთ–მდე 3,6 წამში ხურდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ–ია. თუკი ეს ცოტაა, სპეციალისტები მზად არიან რომ 42 ათასი დოლარის სანაცვლოდ ძრავი 1010 ცხენის ძალამდე გააძლიერონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g