LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისტანციური სწავლება შეიძლება სექტემბერშიც გაგრძელდეს

505
unnamed (40)

საქართველოში დღეის მდგომარეობით პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების უმრავლესობა მოხსნილია, თუმცა ძირითადი რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის დაცვა, კვლავ ძალაში, რჩება. დაავადებათა  კონტროლის ეროვნული ცენტრის და ეპიდემიოლოგების წინასწარი პროგნოზით, კორონავირუსის მეორე ტალღა შემოდგომაზეა მოსალოდნელი, თუმცა ვირუსის ამოუცნობი ბუნებიდან გამომდინარე ზუსტ განმარტებებს ვერ იძლევიან.

მეორე ტალღას არ გამორიცხავს ამირან გამყრელიძე, რომელიც აცხადებს, რომ ვირუსი ჯერ არ დამთავრებულა და შემოდგომისთვის უნდა მოვემზადოთ. მისი თქმით, გარკვეული სახის წესები, რომელიც პანდემიის დროს დაწესდა, ტრადიციად უნდა იქცეს. გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ცხოვრების ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდეს დისტანციური სწავლებაც. ის აცხადებს, რომ სწავლის პროცესი შემოდგომაზე განახლდება, თუმცა შესაძლებელია ის ისევ დისტანციურ რეჟიმსი გაგრძელდეს. მან ამის სესახებ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ, უნდა გავითავისოთ, რომ ვირუსი არ დამთავრებულა. დისტანციური სწავლება გახდა ჩვეულებრივი ატრიბუტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე ისევ გახდეს საჭირო. ამიტომ, ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს – შედარებით მშვიდი, სწავლის გადადების საჭიროება არ დადგება. სექტემბერში სწავლა აღდგება, მაგრამ შესაბამისი წესების დაცვით. ისეთი ტიპის თავისუფალი გარემო, როგორიც შარშან სექტემბერში გვქონდა, არ იქნება. სასწავლო პროცესის დაწყებისა და განვითარების უფრო მკაცრი რეგულაციები იქნება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g