ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე ალაზანში მაშველებმა 60 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დედოფლისწყაროელი გიორგი ანთაურია, რომელიც მწყემსად ალაზნის პირას ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა. გუშინ ის მეგობრებთან ერთად მდინარეში შევიდა, თუმცა წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავები იმყოფებოდნენ.