კომპანია Ford-მა ყველგანმავალი Ford Bronco–ს პრემიერის თარიღი გაამხილა– ავტომობილის დებიუტი რამდენიმე კვირაში შედგება.
სასიხარულო სიახლე ავტომწარმოებელმა Instagram–ის მეშვეობით გაავრცელა. უდაბნოს პეიზაჟის ფონზე ცხენის სილუეტი გამოსახეს და ქვემოთ პრემიერის თარიღი – 2020 წლის 9 ივლისი მიაწერეს. სლოგანი The Wild Returns – „ველური“ კროსოვერის დაბრუნებას იუწყება.
„ბრონკოს“ პრემიერა კორონავირუსის გამო გადაიდო და უსაფრთხოების დასაცავად პრეზენტაცია ამჯერადაც ვირტუალურად გაიმართება.
მეექვსე თაობის ყველგანმავალი პლატფორმა T6–ზეა აგებული. კაპოტის ქვეშ მოდელს 2,3 ლიტრის მოცულობის ოთხცილინდრიანი ტურბოძრავი აქვს და აგრეგატს 270 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. ძრავი 7–საფეხურიან „მექანიკურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.
მეხუთე თაობის Ford Bronco–ს უკანასკნელი ეგზემპლარი კონვეიერიდან 1996 წელს ჩამოვიდა.