კრიტიკოსთა ვარაუდი „ოსკარების“ ცერემონიალის გადატანასთან დაკავშირებით, გამართლდა. ცნობილი ხდება, რომ „ოსკარები“ 2021 თებერვლის ნაცვლად 2021 წლის 25 აპრილს ჩატარდება. რიგით 93-ე ცერემონია პანდემიის გამო გადაიდო: „ას წელზე მეტია კინოფილმებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ცუდ დროებზე. ფილმები ამშვიდებდა და ამხნევებდა ადამიანებს, ისინი წელსაც ჩვენთან არიან. ვიმედოვნებთ, რომ ცერემონიალის გადაწევა ხელს შეუწყობს კინემატოგრაფებს, შექმნან და დროულად დაასრულონ ფილმები“ – ნათქვამია აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სავარაუდოდ, ნომინანტების ვინაობა 15 მარტს გახდება ცნობილი. ასევე შეიცვალა ბრიტანული კინოს მთავარი ჯილდოს, BAFTA-ს ცერემონია და ის 11 აპრილს გაიმართება.