სპორტულმა პორტალმა BMW Blog განახლებული M5–ის ფოტოები პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა. კადრში წითელი ფერის BMW M5 Competition F90–ია ასახული და წინამორბედი მოდელისგან ის მოდერნიზებული რადიატორის ბადით და მასიური ბამპერით გამოირჩევა.
პორტალის ინფორმაციით, განახლებლი BMW M5 4,4 ლიტრის მოცულობის ბიტურბო V8–ს მიიღებს და აგრეგატი 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მოდელს აეროდინამიკა მაქსიმალურად გაეზრდება და სრულიად ახალ სამუხრუჭე სისტემასაც მიიღებს.
ძველი M5 პირველ 100 კმ/სთ–ს 3,4 წამში ავითარებდა, ახალმა კი ეს დრო 0,1 წამით გააუმჯობესა. რაც შეეხება სიახლის ღირებულებას, ფასი 45 ათასი დოლარიდან დაიწყება.