საქართველოში 8 მაისის ჩათვლით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ “ფორტუნას” ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
სინოპტიკოსთა პროგნოზით კვირის ბოლომდე დროგამოშვებითა მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ძირითადად კი საღამოსა და ღამის საათებში. სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვასაც ელოდებიან.
რაც შეეხება ტემპერატურას, წვიმის მიუხედავად მთელი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოშიც 20°–25 ° შენარჩუნდება. (დაბლობსა და ბარში)