ბოლნისში 23 წლის ახალგაზრდა ქალი ქმარმა მოკლა. შეთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში 28 წლის მამაკაცმა ცოლი, სავარაუდოდ, დანით მოკლა. მეზობლების განცხადებით, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობა გახდა.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი ბავში დარჩა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლითაა აღძრული, რას განზრახ მკვლელობას გულისხმობს.