LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზვერვის სამსახური მეუფეს მოკვლას გეგმავდა

221

დღევანდელი პრესა ძირითადად ე.წ. ციანიდის საქმეზე და მამა გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესზე წერს. მაგალითად, გაზეთ „ასავალ-დასავალისგან“ შეიტყობთ, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი საქართველოდან წავიდა. ეს კი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის დაკითხვის ფაქტს დაემთხვა. სანამ მეუფეს პროკურატურა დაკითხავდა, მანამდე ის პრემიერმა მოინახულა. ყველა ამ დეტალს ”ასავალ-დასავალი” მიმოიხილავს.

სოსო ოხანაშვილის საქართველოდან წასვლაზე დღევანდელ „პრაიმ ტაიმთან“ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძეც საუბრობს, რომელიც ასევე შორენა თეთრუაშვილის მიერ მიცემული ჩვენების დეტალებსაც ყვება. მისი თქმით, ”ციანიდის საქმე” პატრიარქს უკავშირდება და არა შორენა თეთრუაშვილს და ამის შესახებ თავად თეთრუაშვილმა ისაუბრა საკუთარ ჩვენებაში.

კიდევ ერთი სკანდალის შესახებ წერს გაზეთი „პრაიმ ტაიმი“, რომელიც მეუფე იაკობის დაგეგმილ მკვლელობას ეხება. როგორც სტატიიდან ირკვევა, მეუფეს მოსაკლავად ბოდბეში თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი ზაზა ქვარაია ჩასულა. ამ პიროვნებასთან შეხვედრას თავად იაკობიც ადასტურებს.

რაც შეეხება ციანიდის საქმეს, ”ახალი თაობა” ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც პროკურატურის მხრიდან მასზე არსებულ ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ მან გაფრთხილებაც მიიღო, რომელიც მისი შვილის ადგილსამყოფელს ეხებოდა.
გაზეთი „ვერსია“ კი, მამა გიორგი მამალაძის დახურული სასამართლო პროცესის რამდენიმე დეტალზე აქვეყნებს სტატიას და – იმ დეტალებზე წერს, რაც ტელევიზიიით არ გასულა.
სამეგობროს შურისძიება და როგორ შევიძინოთ ნარკოტიკი

ქართული გაზეთები აქტიურად წერენ მოკლული გიორგი შარაშენიძის შესახებაც. სტატიები ”კვირის პალიტრასა” და ”პრაიმ ტაიმსშია”. ორივე გაზეთი ერთ ვერსიაზე წერს, რომ საქმე ჯოხაძის სამეგობრობის მხრიდან შურისძიებას უკავშირდება. საქმე ეხება ბადუკა ნათობაძის მიერ ვაკეში მანქანაში ჩაცხრილული სოსო ჯოხაძეს ფაქტს, რომლის გამოც ბადუკა ნათობაძეს მეგობარი გიორგი შარაშენიძე მოუკლეს. ჯოხაძეების საქმის შურისძიების შესახებ – დღევანდელ პრესაში.

ასევე დღევანდელი პრესა აქტიურად წერს ვაიბერით ნარკოტიკების შეძენის შესაძლებლობაზე. როგორც ჩანს, მსგავსი შეტყობინება ბევრმა ჟურნალისტმა მიიღო და გამოძიებაც ჩაატარეს. მიყვნენ ინსტრუქციას და ნარკოტიკები ისე შეიძინეს, რომ გამყიდველ პირამდე ვერ მივიდნენ. საქმის კურსშია შსს და მიმდინარეობს მოკვლევაც, თუმცა ჟურნალისტურ გამოძიების დეტალებს დღეს გამოსულ თითქმის ყველა ქართულ გაზეთში წაიკითხავთ.
პრეზიდენტი გარიგებაზე წავიდა: მარგველაშვილს შანსს აძლევენ

ბუნებრივია ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო განხილვებია, რომელშიც პრეზიდენტი ჩაერთო. დღევანდელი პრესა ცდილობს დაადგინოს რატომ ჩაერთო გიორგი მარველაშვილი განხილვებში. უკვე გაჩნდა ვერსიებიც, რომ მარგველაშვილსა და მმართველ გუნდს შორის გარიგება მოხდა, რომლის თანახმადაც გიორგი მარგველაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტობის შანსს იღებს. ამ თემაზე დღეს გამოსული გაზეთები აქტიურად ამახვილებენ ყურადღებას.

 

ეკუთვნის თუ არა შევარდნაძეს მუზეუმი

კიდევ ერთი პრეზიდენტი, რომელზეც დღევანდელი პრესა წერს, ეს ედურად შევარდნაძეა. მის სოფელში – მამათში მიდის დავა გაიხსნას თუ არა მისი სახლ-მუზეუმი. საკრებულომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შევარდნაძის მმართველობისგან დაზარალებულთა ნაწილი საჯარო პროტესტისთვის ემზადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g