LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოთერაპევტ დავით ანდღულაძეს, რომელსაც მანქანა დაეჯახა, თურქეთში სამკურნალოდ თანხას უგროვებენ

495
davitandguladzenews

ეკატერინე თავართქილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, სადაც საზოაგდოებას ფსიქოთერაპევტ დავით ანდღულაძის დახმარებისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს ველოსიპედით მიმავალ დავითს მანქანა დაეჯახა და მას მძიმე დაზიანებები აქვს. მკურნალობის გასაგრძელებლად კი ოჯახს თანხა აღარ ყოფნის.

გთავაზობთ სტატუსს:

„დავით ანდღულაძეს, უამრავი ადამიანის გადამრჩენ ფსიქოთერაპევტს, საოცარ ადამიანს და პროფესიონალს, ჩვენი დახმარება ისევ სჭირდება.

როგორც გახსოვთ, ველოსიპედით მიმავალ დავითს 23 მაისს, კომენდანტის საათის დამთავრებისთანავე, მანქანა დაეჯახა. ის, მრავლობითი მოტეხილობებით, ერთი თვეა მართვით სუნთქვაზეა რეანიმაციულ განყოფილებაში. დათოს დაზიანებული აქვს ზურგის ტვინი, ფილტვი, დიაფრაგმა. სრულფასოვანი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის იგეგმებოდა დათოს გადაყვანა გერმანიაში, რისთვისაც თქვენი თანადგომით უმოკლეს ვადებში შეგროვდა კიდეც მოწოდებული კალკულაციით იმ ეტაპისთვის საკმარისი თანხა, რისთვისაც დათოს ოჯახის და ახლობლების სახელით, კვლავ გიხდით უსაზღვრო მადლობას.

სამწუხაროდ, ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, დღესდღეობით გერმანიაში დათოს გადაყვანა ვერ ხერხდება. გადაწყდა მკურნალობის გაგრძელება თურქეთის აჯიბადემის კლინიკაში. უკვე შეგროვილი თანხა დაფარავს დათოს გადაყვანის და კლინიკაში პირველადი მიღების ხარჯებს. ახალი კალკულაციით, თურქეთში მკურნალობას დასჭირდება 200 000 დოლარი.

ყველას გთხოვთ, მხარში ამოუდგეთ ამ უსაყვარლეს, დასაფასებელ, მოსაფრთხილებელ, საოცარ ადამიანს.დათო ყოველთვის იმათ გვერდით იყო, ვისაც მისი დახმარება სჭირდებოდა. ახლა ჩვენი ჯერია.

დათოს დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე:

თიბისი ბანკის ანგარიში #GE67TB7019045069600001

მიმღები: კონსტანტინე ანდღულაძე

საქართველოს ბანკის ანგარიში: #GE04BG0000000125920900

მიმღები: სოფიო ანდღულაძე / Sopio Andghuladze

დანიშულება: შემოწირულობა დავით ანდღულაძისთვის.

ძალიან, ძალიან მადლობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g