ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის შენობის კედელზე, ცნობილი ბათუმელი ძაღლი „კუპატა” დახატეს.
ნახატის ავტორი ქართველი მხატვარი George Gamez-ია.
მის მიერ შესრულებული ნამუშევრით საზოგადოება უკვე მოხიბლულია.
ვიდეო: კუპატა ცოცხალია! – “არხეინად წევს და სამსახურში წასვლას არ ჩქარობს”
ბათუმის მერია უპატრონო ძაღლების საპილოტე პროგრამას იწყებს - რას გულისხმობს "კუპატას პროგრამა“
პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანს და შესაბამის პირობებში მოუვლის მერიისგან თვეში 60 ლარს მიიღებს.
ბათუმში, პარკის ტერიტორიასთან მობინადრე ქუჩის ძაღლი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ბათუმელმა ბექა ცინაძემ გადაიღო ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ აცილებს ძაღლი ბავშვებს ზებრაზე.
ამ ვიდეოთი ძაღლი არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა: “მიიღო ბინა”, ხალხის რჩეულის სტატუსი და დიდი სიყვარული. კუპატას ფეისბუქზე გვერდიც აქვს შექმნილი.