1 წლის ალექსი პატურაშვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. ალექსის რამდენიმე თვის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა. ალექსი პატურაშვილი თურქეთის საავადმყოფოდან საქართველოში, იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს.
„ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს პატარა ალექსის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს, ჩვენს კოლეგას, ბექასა და მის მეუღლეს.