საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 931 შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 794-ს შეადგენს.
ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.