დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სიხლძარღვთა სისტემას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, ასე რომ მეტად დაისვენეთ და მიიღეთ წამლების პროფილქატიკა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, წყლის პროცედურებისათვის, ინსტრუმენტებისა და ტექნიკის შესაძენად, ლაშქრობებისთვის, უცხოელებთან კონტაქტისათვის, კაპიტალდაბანდებისათვის, საიუბილეო საღამოებისათვის. მორიდეთ დაპირებების გაცემას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. საკვებ რაციონში შეიტანეთ კომბოსტო და ლობიო.
ჯანმრთელობა – სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი საზარდულის მიდამო და მენჯ-ბარძაყის ძვალი. ოპერაციები ამ ორგანოებზე, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, იისფერი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, სერდოლიკი, საფირონი, იაგუნდი და ლაზურიტი, ეს ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყლისათვის, დღე ნეგატიურია კუროს, კირჩხიბის და ქალწულისათვის.