ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ქვეყანამ კორონავირურის გავრცელება სრულად აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
“ბრწყინვალე წარმატებას მივაღწიეთ. დამღუპველი ვირუსის ქვეყანაში შემოსვლა აღვკვეთეთ და სტაბილური სიტუაცია შვინარჩუნეთ”, – განაცხადა კიმ ჩნე ინმა მმართველი “მუშათა პარტიის” პოლიტბიუროს სხდომაზე.
ქვეყნის მმართველი მიიჩნევს, რომ ამ წარმატების მიუხედავად, მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს და ვირუსის პრევენციისთვის უსაფრთხოების ყველა წესი მაქსიმალურად დაიცვას.
“ანტიეპიდემიურ ფრონტზე არ უნდა მოდუნდნენ, ვინაიდან ვირუსი მეზობელ სხელმწიფოებში კვლავ არსებობს. ანტიეპიდემიური ზომების ნაჩქარევი შემსუბუქება წარმოუდგენელ და შეუქცევად კრიზისს გამოიწვევს”, – აცხადებს ინი.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ საზღვრები 6 თვის წინ ჩაკეტა და ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.