LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიგარეტის „ნისიად“ არ მიცემის გამო, ხაშურში 74 წლის კაცი სცემეს

287
a1594555111

ხაშურის რაიონში მამაკაცი სასტიკად სცემეს, „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ალში მოხდა.

ნაცემი 74 წლის მიხეილ ფატარიძეა, რომელიც ამბობს, რომ მას სასტიკად 5-მდე პირი მისსავე მაღაზიაში გაუსწორდა და ყველა მათგანის იდენტიფიცირება შეუძლია. კონფლიქტი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სიგარეტის „ნისიად“ გაცემაზე უარი თქვა.

დაშავებულს სამედიცინო დახმარება ხაშურის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, ამის შემდეგ კი პოლიციაში გამოკითხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები