LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯესიკა სიმპსონი 14 წლის წინანდელ ჯინსის შარვალში პოზირებს – ვარსკვლავმა წონაში საგრძნობად დაიკლო

391
safe-image

მომღერალსა და მსახიობს, ჯესიკა სიმპსონს გასულ კვირას 40 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავმაც გადაწყვიტა, თავისი გარდერობი დაეთვალიერებინა და შემთხვევით იმ ჯინსის შარვალს წააწყდა, რომელიც ბოლოს  26 წლის ასაკში ეცვა.

„მე ამ შარვალს 14 წელი ვინახავდი, ახლა კი მას ბოლო შანსი მივეცი, გამარჯობა ჩემო 40 წელო “, –  ასე დაასათაურა ჯესიკამ ფოტო.

 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, მესამე ორსულობის დროს, ჯესიკა წონაში ძალიან იყო მომატებული, მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, თუმცა, მშობიარობის შემდეგ, ვარსკვლავმა 45 კილო დაიკლო და ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. მისი განცხადებით, აღნიშნულ შედეგს მან სწორი კვებითა და დაუღალავი ფიზიკური დატვირთვით მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები