LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia–მ ახალი Carnival–ის სალონი გამოაჩინა

246
kia karnvlnews

კომპანია Kia–მ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც მეოთხე თაობის კროს–ვენის Carnival–ის სალონია ასახული. სიახლემ Sorento–ს რამდენიმე დეტალი მიიღო, ასევე მას ვირტუალური პანელი და სენსორული მულტიმედიური სისტემა დაუმონტაჟეს. ორივე ეკრანის დიაგონალი 12,3 დიუმია.

გამოქვეყნებული ფოტოდან ირკვევა, რომ Carnival ისევე როგორც Kia–ს და Hyundai–ს სხვა სიახლეები განსხვავებული საჭის მექანიზმითაა დაკომპლექტებული. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ Carnival–ს თავის კლასში ყველაზე მოცულობითი საბარგული ექნება, თუმცა ზუსტი მონაცემები არ ზუსტდება.

ავტომობილის გაბარიტები ასე გამოიყურება: 5155 მმ სიგრძე, სიგანე – 1995 მმ, საბურავთა ბაზა კი 3090 მმ–ს აღწევს. ახალი თაობის მოდელი 7,9 და 11 ადგილიანი სალონის ვარიაციებით იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს, დეტალების დაზუსტებას მწარმოებელი ჯერ–ჯერობით არ ჩქარობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g