საერთაშორისო ბაზრებზე აგრო სასურსათო პროდუქციის თურქეთთან ერთობლივი პოზიციონირებით, საქართველო სარგებელს ელის. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, შესაძლოა თურქეთი კონკურენტის ნაცვლად მოკავშირე გახდეს და სწორედ ამ მიზნით, ფასებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი შეთანხმებით, შესაძლოა, საქართველომ თხილის ექსპორტიორთა რეიტინგში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლოს.
როგორც ცნობილი გახდა, საქართველო და თურქეთი ერთობლივ პოზიციონირებას იმ ბაზრებზე განიხილავენ, რომელიც საქართველოსთვის ღიაა, მათ შორის არის ევროკავშირი.