ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომლის ავტორიც კროსოვერი Porsche Cayenne Turbo–ს საჭესთანაა მოკალათებული და 333 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.
იმისათვის, რომ Porsche Cayenne Turbo–ს ასეთი სიჩქარის განვითარება შესძლებოდა, ტუნინგ ატელიეს სპეციალისტებმა მისი ძრავი გააუმჯობესეს. მოდიფიკაციის შემდეგ 4,0 ლიტრის მოცულობის „ბიტურბო-რვიანი“ 550 ცხენის ძალიდან 962–მდე გაიზარდა.
Cayenne Turbo–ს გამოსაცდელად გერმანული ავტობანი შეირჩა, რადგან მის ზოგიერთ მონაკვეთზე სიჩქარის შეზღუდვის რეჟიმი უბრალოდ არ მოქმედებს.
დატუნინგებულმა „ტურბომ“, რომლის მასაც 2 385 კილოგრამია, პირველი 100 კმ–ს განვითარება 3,1 წამში შეძლო, 200 კილომეტრამდე კი 10 წამში გახურდა. ცდების შედეგად დადგინდა, რომ კროსოვერის მაქსიმალური სიჩქარე 333 კმ/სთ–ია, მოდიფიკაციამდე კი მხოლოდ 286 კმ/სთ იყო.
საინტერესოა, რომ Porsche Cayenne Turbo–ს ძრავის გაუმჯობესებას ტუნერები 30 ათას ევროდ აფასებენ.