LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აჩერებს თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფო მუშაობას

247
GUR-2942

უახლოეს პერიოდში თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფო დროებით მუშაობას შეაჩერებს, მიზეზი კი კლინიკის რეაბილიტაციაა. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა “პირველ არხთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოს ან გაზაფხულზე დასრულდება. კლინიკა არის ამორტიზებული და ასევე ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ფინანსური პრობლემები.

რაც შეეხება კლინიკაში მომუშავე პერსონალს, წოწკოლაურის განცხადების მიხედვით, მათ შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილები და კლინიკის აღდგენისთანავე დაუბრუნდებიან პოზიციებს, მანამდე კი, სამი-ოთხი თვის განმავლობაში ისინი მიიღებენ წინა წლებში დაგროვილ 10-თვიან დავალიანებას და 2 თვის კონპენსაციას.

ონკოლოგიური კლინიკის ექიმების დიდ ნაწილს უკვე გაუფორმდა შესაბამისი მემორანდუმი, რაც იმის გარანტიაა, რომ ისინი კლინიკის მუშაობის აღდგენისთანავე ავტომატურად გააგრძელებენ მუშაობას.

რაც შეეხება რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებს, ამ ეტაპზე ხდება მათი დათვლა და დაზუსტება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კლინიკა ერთდროულად 90-ის ნაცვლად, 400 პაციენტის მომსახურებას შეძლებს.

magti 5g