დიზაინერ ანუკი არეშიძეს ოფროუდი იტაცებს.
ინსტაგრამზე ის აქვეყნებს სურათებს, სადაც წერს რომ ამ “სპორტის” მოყვარულია.
როგორც ჩანს, თბილისის მერის მეუღლეს გატაცებით გართობის საშუალება რაჭაში მიეცა.



არეშიძე ასევე აქვეყნებს ვოლვოს სურათს, რომელიც მისი თქმით, საუკეთესო მანქანაა როგორც ოფროუდისთვის, ისე ოჯახისთვის.
წელს წყვილი მილანის და პარიზის ნაცვლად, საქართველოში ისვენებს. ანუკიმ თქვა, რომ რაჭაში დასვენება მისი ოცნება იყო.
