მოსკოვში დღეს ძლიერი ქარიშხალი იყო, სტიქიამ 11 ადამიანი იმსხვერპლა. ქარმა წააქცია ხეები, ეკლესიებს ჯვრები მოგლიჯა, საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, გადააყირავა ამწეები, სარეკლამო ბილბორდები…
“ლენტა.რუ“-ს ინფორმაციით, დაზიანებულია ათობით ავტომანქანა. თვითმხილველები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ შტორმის ამსახველ ფოტოებს და ვიდეოებს, რომელიც რუსეთის დედაქალაქს მზიანი ამინდის შემდეგ მოულოდნელად დაატყდა თავს.
https://www.youtube.com/watch?v=ms2m50A7hus
В Москве сильнейший ураган,сносит все: урны,остановки,деревья.Будьте осторожны!… pic.twitter.com/VgYdiZUkFU
— Анна Кончаковская (@247blink) May 29, 2017