ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას ეხმიანება.
მისი თქმით, იმ ახალგაზრდების უფლებები ირღვევა, რომლებსაც კითხავენ და რომელთა მიმართ უდიდესი აგრესიაა წამოსული საზოგადოების მხრიდან.
მიუთითა იმ ქვაზე, რომელიც მას თავდაცვის მიზნით ჰქონდა. თავადაც დაზიანებული იყო, სისხლი სდიოდა.
სისხლიანი ქვები - ახალი მტკიცებულება შაქარაშვილის საქმეში
გარდა ამისა სიხარულიძე ვერ ხვდება რატომ აბულინგებენ შვილმკვდარ დედას.
“არ ვწერდი ამ თემაზე არაფერს მაგრამ უკვე ყველა ზღვარს გადასცდა რაც ხდება.სად ხართ ბავშვთა უფლებების ან საერთო უფლება დამცველები ამდენ ბავშვს რომ აბულინგებენ არავინ ფიქრობთ ბავშვების ფსიქიაზე ,ისედაც უმძიმესი ტრაგედია მოხდა ამ ბავშვების ცხოვრებაში და ფისქოლოგიური დახმამრება სჭირდებათ და კიდევ აბულინგებთ არღევთ უდნაშუალობის პრეზუმციას , რავი რეებს წერთ ან რეებს ლაპრაკობთ ??? რომელიმე ამ ახალგაზრდამ რომ სუციდით დამთავროს ცხოვრება მერე როგორ უნდა იცხოვროთ ???
რა უბედურება ხდება შვილიმკვდარ დედას აბულინგებენ ოჯახს აბულინგებენ ეს რა ხდება ვის უნდა დაუჯერო ან რა უნდა მოისმინო არ ვიცი. რას შვებით, გონს მოეგეთ დაანებეთ ამ ბავშვებს თავი და ოჯახს. არ ვიცი ეს რა არის და რა ხდება ?? სულ გააფრინეთ ამ არჩევნების წინ?? ფსიაქტრების უძლურები არიან უკვე ისეთები წავიკითხე ამ დღების მანძილზე,” – წერს ზურა სიხარულიძე.
შეგახსენებთ, 19 ივნისს გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე 17 პირია დაკავებული, საქმე გადაკვალიფიცირებულია და ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ამ დრომდე, არავინ ყვება, რა მოხდა რეალურად და რა ვითარებაში დაიღუპა ახალგაზრდა.