LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინსაიდერები რაიან გოსლინგის და ევა მენდესის დაშორებაზე ყვებიან

115

ინსაიდერების ცნობით, რაიან გოსლინგი და ევა მენდესი უკვე რამდენიმე თვეა ერთად აღარ ცხოვრობენ.

Radaronline-ის წყარო აცხადებს, რომ ევას მობეზრდა შვილების მარტო გაზრდა, მაშინ, როდესაც მისი მეორე ნახევარი კინოჰიტებში ბრწყინავს და პრესტიჟულ კინოპრემიებს მარტო ესწრება. თავის მხრივ კი, გოსლინგს არ მოეწონა ის ფაქტი, რომ „ოქროს გლობუსზეც“ და „ოსკარზეც“ ევამ მასთან ერთად წასვლაზე უარი განაცხადა.

როგორც გაირკვა, მან რაიანსა და ემა სთოუნზე იეჭვიანა, რომელთან ერთადაც რაიანი „ლა ლა ლენდში“ მონაწილეობდა.

34 წლის გოსლინგისა და 43 წლის ევას რომანი 2011 წელს დაიწყო. უკანასკნელად ერთად ისინი იანვარში დააფიქსირეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g