ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გზის გამყოფ ზოლზე მდებარე ხეივნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ერთკილომეტრიან გზის გამყოფ ზოლში, მოეწყობა საზაფხულო ფურნიტურები, დაიდგმება სკამები, მოეწყობა სასეირნო ბილიკები და საბავშვო გასართობი ატრაქციონები.
მერიის ცნობით, ტერიტორიაზე ჩატარდება არსებული ხეების სხვლა-ფორმირება. მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაიგება რულონური გაზონი და დაირგვება 5800 ძირი დეკორატიული ბუჩქი. აღდგება განათების სისტემა, დამონტაჟდება ლამპიონები.
ხეივნის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აგვისტოს თვის პირველ ნახევარში დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს გოგა წერეთელთან დაესწრნენ.