რეგულარული ფრენების შეჩერების შემდეგ, Air Astana საქართველოს მიმართულებით პირველ ჩარტერულ რეისს განახორციელებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ის მიერ გამოქვეყნებული განახლებული გრაფიკიდან ირკვევა, ყაზახური ავიაკომპანია ალმათი-თბილისი-ალმათის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისს 23 ივლისს შეასრულებს.
TAV Georgia აქვე საზოგადოებას მოუწოდებს, იქიდან გამომდინარე, რომ ფრენების განრიგი საათობრივად იცვლება, ცვილელები იხილონ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე:
www.tbilisiairport.com ან დარეკონ საინფორმაციო ცენტრში: 0322310341